პროექტის შესახებ



           

             პროექტში „საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების ორენოვანი ელექტრონული ენციკლოპედია (ძვ.წ. 3 -1 ათასწლეულები)“   ოთხი ძირითადი მიმართულებაა  გამოკვეთილი: 


  1. 1)კვლევითი ნაწილი, რომელშიც გაერთიანებულია ხუთი გამოკვლევა  „ესე - არქეოლოგიური კულტურა“, მიძღვნილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ძვ.წ. 3-1 ათასწლეულის კულტურებისადმი. მასში ასახულია უახლესი კვლევები და არქეოლოგიური აღმოჩენები და ამდენად ის არ წარმოადგენს ბეჭდურად უკვე გამოცემული ნაშრომების ხელახალ განმეორებას;


  1. 2)წარმოდგენილმა ენციკლოპედიურმა ნაშრომმა მკითხველს შესთავაზა არქეოლოგიური ძეგლების ელექტრონული პუბლიკაცია ახალი სტანდარტის მიხედვით, სადაც კომპლექსის შესახებ არსებული ინფორმაცია მოწოდებულია მდიდარ ვიზუალურ მასალასთან თანხლებით; 


  1. 3)პროექტი მკვლევარებს სთავაზობს სასარგებლო ბმულს, რომელიც სიახლეა და მრავლად შეიცავს ისეთ მონაცემებს (ქრონოლოგიური სქემები, რუკები, 3-1 ათასწლეულის კულტურების შესახებ ბიბლიოგრაფია, GPS კოორდინატები), რომელიც უდავოდ საჭირო და გამოსადეგი იქნება კვლევითი მუშაობის პროცესში;


  1. 4)პროექტის ბმული „საარქივო ნაწილი“ მოიცავს უხვ საილუსტრაციო ბაზას, რომელიც ძვ.წ. 3-1 ათასწლეულების კონკრეტული ძეგლების სტატიებისათვის დართული ტაბულებისაგან განსხვავებულ საილუსტრაციო ბლოკს წარმოგვიდგენს, კერძოდ, საველე გათხრების პროცესისა და გამთხრელის მიერ მოწოდებულ ფოტოებსა და გრაფიკულ ნახაზებს სთავაზობს ენციკლოპედიის მომხმაარებელს.

www.GeoArchEncyclopedia.geshapeimage_1_link_0
EngAbout1Engl.html
ese arqeologiuri kulturebi../Essays/Essays.html
sasargeblo bmulebi../Links/Connect.html
mTavari../Main.html
arqivi../Archive/Archiv.html
Zeglebis alfabeturi saZiebeli../Search/Search2.html
proeqtis Sesaxeb../About/About.html
bibliografia../Bibliography/Biblio.html